1.და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,2.რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;3.ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;4.მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,5.ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),6.მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,7.რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.8.და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;9.და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.10.რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.11.მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -12.ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.13.ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.14.რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,15.რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,16.და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.17.მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.18.რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.19.ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;20.მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,21.რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში,22.და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
თარგმანი: ეშმაკსა მთავრობაჲ ჰაერისაჲ აქუნდა, ხოლო გამო-რაჲ-ვარდა მიერ უკეთურებითა თჳსითა, იქმნა მოძღუარ ურჩულოებისა, გარნა არა თუ ყოველთა ეუფლების რაჲთ, არამედ მათ ოდენ, რომელთა დაუტევნენ მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ მათ სახელ-სდვა "ნაშობ ურჩებისა" (2,2).
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (6,9).:
...ვერ შესაძლებელ არს უკეთურისა და არაწმიდისა და ცოდვათა შინა განფრდილისა მამად წოდებად სახიერსა მას და ყოვლადწმიდასა, უხილავსა და ნათელსა მას შინა სამარადისოსა მყოფსა. რამეთუ ძედ ნათლისა ეწოდების, რომელთა საქმენი ნათლისანი ჰქონან, ხოლო ვნებულ-თა და ბილწთა შვილ რისხვისა და წარწყმედისა სახელ-სდვა მოციქულმან.
აწ უკუე ბრძანებითა ამით, რომლითა გჳბრძანა უფალმან მამად ჩუენდა სახელ-დებად ღმრთისა ლოცვასა შინა, სრულსა მას და მაღალსა მოქალაქობასა გუაუწყებს, რაჲთა ყოვლითავე საქმითა კეთილითა განვაბრწყინვნეთ სულნი ჩუენნი. და კმა იყო, ვითარცა ვთქუ, ესე ხოლო სიტყუაჲ სწავლად ჩუენდა ყოვლისავე კეთილისა, არამედ აჰა ესერა სხუაჲცა წინაგჳყო მოძღურებაჲ სიწმიდისაჲ და გუაუწყა, თუ რაჲ ჯერ-არს თხოად ღმრთისაგან, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღირს არს და მართალ ესევითარისა ამის ლოცვისა შეწირვად ღმრთისა, რაჲთა რომელნი-იგი ღირს ვიქმნენით მამად ჩუენდა წოდებად მეუფისა მის და დამბადებელისა, არარაჲ იყოს პირველ ყოვლისა თხოაჲ ჩუენი, გარნა მისი იგი დიდებაჲ და ქებაჲ და ამაღლებაჲ, და ესე იყოს ჩუენდა საწადელ და სასურველ უფროჲს ყოვლისა.
რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „წმიდა იყავნ სახელი შენი”, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დიდე...
...რადგან ძე, როგორც პატივით თანასწორი, მარჯვნივ ზის, დედოფალი კი დგას. თუმცა დედოფალია, მაინც ქმნილი არსებისაა.
როგორღა ამბობს პავლე: „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ ()?მაგრამ სიზუსტეს ყურადღებით დაუკვირდი.უბრალოდ კი არ თქვა: „თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა“ (), არამედ: „ქრისტე იესუჲს მიერ“ (), ესე იგი, ქრისტეს მიერ.რადგან, ამბობს, ჩვენი თავი მაღლაა, ხოლო ჩვენ სხეული ვართ; და რადგან თავი მაღლა ზის, ჩვენც მისი პატივის მოზიარენი ვართ, თუმცა ვდგავართ.„სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად“ ().სხვა: „სუფირის ოქროს დიადემით“ ().როგორც მეფესთან...
...ქმნიდე, მაინც ღვთის ტაძარს ქმნი. რადგან ცაც ამიტომ არის ბრწყინვალე, რომ მასში ღმერთი მკვიდრობს; უფრო სწორად კი, ქრისტეს მიერ ჩვენც ზეცაში ვიმყოფებით.რადგან ამბობს: „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ (); და მოგვცა, რომ უფრო დიდი საქმეებიც ვქმნათ, ვიდრე თვითონ ქმნა.რადგან ამბობს: „საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს“ ().
ძველ აღთქმაშიც ერთმა ზღვა გარდაქმნა, მეორემ მზე აღვირით შეაჩერა, სხვამ მთვარეს დგომა უბრძანა, კიდევ სხვამ სხივები თავისკენ მოაბრუნა; ხოლო ყრმებმა ღუმელში სტიქიის მოქმედება შეკრეს, და მძვინვარე ალი დადუმდა, შეკრული კი შიშინებდა.მხეცებმაც იციან ღვთის მეგობართა მიმართ მოკრძალება; და შიმშილიც რომ აიძულებდეთ, უფრო სიბრძნისმოყვარედ იქცევიან.შერცხვეთ მუცლისმოყვარეთ მხეცთა თავშეკავებისა.ლომებმა დანიელი იხილეს და სიბრძნისმოყვარედ მოიქცნენ; ჩვენ კი, როცა...