თარგმანი: სახისმეტყუელებით შემოღებითა ყრმათა და ქართა და ღელვათაჲთა წარმართთასა მას სიტყუა-მეტნობასა განაქიქებს, ვითარ ენამჭევრობით მიმოცვალებითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს უმეცრებასა და საცთურეანობასა მათსა, რამეთუ ესრეთ ოდესმე იყვნეს ბრძენნიცა იგი და ფილოსოფოსნი ეფესოჲსანი, ვერ მიმწთომელ ჭეშმარიტებასა და მიდევნებულ ცუდსა გამოძიებასა, ვინაჲცა უმეცრებასა თჳსსა ზაკუვით მიმოდგმითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს, ვითარცა განჴუებულნი ჭეშმარიტისა ამის სიბრძნისაგან, რომელი ისწავეს უკუანაჲსკნელ, მოუჴდეს რაჲ სარწმუნოებასა ქრისტესსა.
ეფესელთა მიმართ 4:14
13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
ეფესელთა მიმართ თავი 4