მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:18

17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
ეფესელთა მიმართ თავი 4
18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაჲთა (4,18).:

თარგმანი: სიმრავლე სოფლიოთა შფოთთა და ცოდვათაჲ შეამრღუევს და დააბნელებს მხედველობასა გონებისასა, და არა უტეობს განცდად ქრისტესა, მზესა მას სიმართლისასა, რომლისაგან იქმნების სიბრმე გულისაჲ. და სიბრმესა გულისასა შეუდგს უგრძნობელობაჲ, ვითარმცა უმეცრებით ცოდვიდა და არა აგრძნობდა. და ესრეთ, მცირედ-მცირედ უცხო იქმნების კაცი ცხორებისაგან და მოქალაქობისა საღმრთოჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის