თარგმანი: "წმიდა-ყოფითა" ამით ცხად არს, ვითარმედ არაწმიდა იყო იგი, რომელი განწმიდა ქრისტემან ვნებითა თჳსითა, არამედ არა აყუედრა მას ქრისტემან პირველი არაწმიდებაჲ, შემდგომისა მისთჳს განწმედისა, ეგრეთვე შენ, ვითარიცა მიიყვანო ცოლი, ნუ აყუედრებ პირველთა საქმეთა, უკუეთუ ოდენ მიერითგან წმიდად დაგიმარხოს თავი თჳსი.
ეფესელთა მიმართ 5:26
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
ეფესელთა მიმართ თავი 5