მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 1:4

3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
ესაია თავი 1
4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთცა თქუენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა“ (23,27-28).:

...უელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.

სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა

ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებ...

სრულად ნახვა