მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 2:3

2. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
ესაია თავი 2
3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().

1.

აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება:

...მიიღო დასაწყისი. იქიდან გამობრწყინდა ჯვარი; იქიდან — ურიცხვი დიდებული საქმე. ამიტომაც ესაია, ახალი აღთქმის სჯულის შესახებ რომ წერს, ამბობს: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით. და შჯიდეს შორის ნათესავთასა“ ().

რადგან აქ სიონად მთელ ადგილს მოიხსენიებს და მასთან მდებარე ქალაქსაც, იუდეველთა დედაქალაქს. იქიდან, როგორც სარბიელის საწყისი ზღუდიდან, მოციქულები, მარდი ცხენებივით, მთელ მსოფლიოსკენ გაეშვნენ; იქიდან დაიწყეს სასწაულთა ქმნა; იქ მოხდა აღდგომა, იქ — ამაღლება, იქ — ჩვენი ცხონების შესავალი და დასაწყისი; იქ დაიწყო გამოუთქმელ მოძღვრებათა ქადაგება. იქ პირველად გამოცხადდა მამა, შეიქნა ცნობილი მხოლოდშობილი და მიეცა სულიწმინდის ესოდენი მადლი. იქვე მოციქულები სიტყვას წარმართავდნენ უსხეულოთა, ნიჭების, ძალებისა და აღთქმის მომავალ სიკეთეთა შესახებ. ამ ყოველივეს გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როცა ყოველივე ამას მის მშვენიერებას უწოდებს....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიონის განმტკიცება და საყოველთაო სიხარული:

...ლენათა ჭეშმარიტებას დაინახავ. რადგან აქედან გავრცელდა ზეიმი ყველგან, მთელ სამყაროში; აქედან — მხიარულება და სიხარული; აქედან — სიბრძნისმოყვარეობის წყაროები; აქ ჯვარს ეცვა ქრისტე და აქედან გამოვიდნენ მოციქულები: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით“ (); და ამ სიხარულსაც უკვდავი ფესვები აქვს.

„მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი“ (). სხვა ამბობს: „სიონის მთები, ჩრდილოეთის თეძოები“. ებრაული კი ასეა: „არ სიონ იერხთი საფუნ“. რის გამო, მითხარი, ახლა ჩრდილოეთს იხსენიებს და ადგილის მდებარეობას გვიჩვენებს? იმიტომ, რომ, როცა ბარბაროსები ესხმოდნენ თავს, მათ წინააღმდეგ ომი გამუდმებით იქიდან ღვივდებოდა; წინასწარმეტყველებიც გამუდმებით ამას ამბობენ: მტერს ჩრდილოეთიდან მომავალად მოიხსენიებენ და იქიდან ანთებულ ქვაბს აღწერენ; რადგან სპარსელთა ქვეყანა პალესტინის მიმართ ასე მდებარეობს. ამიტომ, მომხდარით გაკვირვებულმა, ე...

სრულად ნახვა