1.ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.2.როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.3.რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ.4.რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისათვის.5.ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.6.ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან.7.ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.8.გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი.9.ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!10.თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.11.მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!12.მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.13.დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?14.ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.15.მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.16.ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;17.ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ.18.ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ.19.აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.20.პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.21.ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.22.შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ!23.არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით.24.არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით.25.მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.26.გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო.27.შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები ამიჯანყდნენ მე.28.ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად.
იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად,რათა განმართლდე (ისაია 43,26).
წინასწარმეტყველი ისაია პირისაგან ღვთისა ხშირად ამხილებდა ურიათა უსჯულოებათა მათთათვის, და შეაგონებდა სინანულსა და განმართლებასა ღვთის წინაშე და თუმცა ურიანი ხშირად ამწარებდენ ღმერთსა ურჩებითა თავიანთითა, გარნა ღმერთი მაინც არ ივიწყებს მოწყალებასა თვისსა მათდამი, და აღუთქვამდა მათ აღხოცვას ცოდვათა მათთა, თუ შეინანებდენ: მე ვარ იგივე აღმხოცველი უსჯულოებათა თქვენთა და ცოდვათა თქვენთა არღა მოვიხსენებ. ხმობდა იგი მათდამი....
...თ ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება ().
ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა.
განახლდა ჩვენი სასოება, იმედი, რომ კაცობრიობა კვლავ დაუბრუნდება ღმერთს და მარადიულ სულიერ საუნჯეს აითვისებს; აღდგა იმედი, რომ მოხდება ჩვენი განახლება, იმედი იმისა, რომ არ იქნება მტრობა და შიმშილი, და რომ გაიმარჯვებს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი.
ქრისტეს აღდგომამ განახვნა ჩვენი გულები; მაშასადამე ქრისტე ჩვენთან არს!
თქვენ ყოველთა, ახლობელთა თუ შორეულთა, საქართველოში და სამშობლოს გარეთ მცხოვრებთა, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღესას...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:
...„ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“. რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
..., გამომეძიებელი ესევითართა საქმეთაჲ, ვერ მისწუთების ჭეშმარიტებასა, არამედ მოსცთების, რამეთუ გონებანი კაცთანი ადვილად შემცთომელ არიან.
ხოლო ესე ვჰრქუათ წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს“? რამეთუ უკუეთუ ძჱ უკუანაჲსკნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა არა იყოს“? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებაჲ, - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი, - ერთღმრთეებითა სამებაჲ. ანუ ვითარ თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“, უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“. არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რა...