...ჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: „ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ" ()? განა სწორედ ამას არ ვხედავთ ყოველდღე — ქვრივებს არ ართმევენ ქონებას, ობლებს არ ძარცვავენ და უძლურებს ძლიერები არ ჩაგრავენ? მაგრამ არა ასე იქცეოდა ის მართალი. საფლავის ყიდვა სურდა და, თუმცა ხედავდა, რომ ისინი, ვისგანაც ითხოვდა, მზად იყვნენ მიეცათ, მაგრამ არ დათანხმდა მანამ ეღო, ვიდრე სათანადო ფასს არ გადაიხდიდა. ამაზე ფიქრით, საყვარელნო, მადლის ქვეშ მცხოვრებნი, მიბაძოთ რჯულამდე მყოფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, ა...
ესაია 5:8
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!8. ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.9. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან.
ესაია თავი 5