თარგმანი: რომლითა გულისჴმის-ყოფითა თქუა ზემო ორგულებაჲ, მითვე აწ იტყჳს არა-მართლწარმართებასა, რაჲთა არა განაცხადოს განგებულებით ქმნაჲ თანა-მიყოლისაჲ.
გალატელთა მიმართ 2:14
13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.
გალატელთა მიმართ თავი 2