1.ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?2.მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?3.ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?4.ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!5.ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?6.როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.7.მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.8.და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“.9.ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.10.ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.11.ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.12.ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.13.ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,14.რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.15.კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.16.ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.17.მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.18.რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს.19.კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.20.მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია.21.მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე.22.მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.23.რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა.24.ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.25.ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.26.რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.27.ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.28.აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.29.ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.
მოციქულისაჲ: უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნაა? — ნუ იყოფინ (2,17).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი, ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ, ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ? — ნუ იყოფინ! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მეძიებელთა ამათთჳს განმართლებისათა და მის ძლით მოსრულთა ქრისტესსა, არა კმა არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი განმამართლებელად, და მის ზედა საჴმარ არს კუალად დართვაჲ...
პავლესი: იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ (3,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: კეთილსა სარწმუნოებასა ვიწყეთ და აწ ჰურიაებაჲ შეიწყნარეთ, რამეთუ სრულად მადლსა მას ქრისტესსა უწესს, და ჴორციელად ძუელსა მას რჩულსა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (3,5-6).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ...
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა" (3,10).
თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამისთჳს მიედევნებოდეს შჯულსა, რაჲთა არა შთავარდენ წყევასა ამას, ამისთჳს მოციქული წინაუკუმო უჩუენებს, ვითარმედ არა განდგომილი, არამედ შედგომილი შჯულისაჲ შთავარდების წყევასა ამას, რომელი წერილ არს მეორესა შჯულსა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ შედგომილი შჯულისაჲ...
მოციქულისაჲ: ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, რამეთუ კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის, გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა (3,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალთა სახეთაგან, და უფროჲსღა საქმეთა, რომელ არიან მოცემაჲ სულისაჲ და ჯუარცუმითა ქრისტესითა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ დაამტკიცა ახლისა ამის უდიდებულესობაჲ, აწ კუალად ძმად უწოდს, პირველ უცნობელად წოდებულთა მათ გალატელთა, რაჲთა გუასწაოს მოწაფეთა მიმართ ზომიერად განზავებაჲ სიტყუათა სიფიცხისა და სიტკბოებისათა. და კაცობრივ ეტყჳს, რაჲთა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი...
...რისთვისმე, არამედ კაცთა მოდგმის ცხონებისთვის. და რას ვამბობ, ჩვენი ხორცი შეისხა და ყოველივე ადამიანური გამოსცადაო, როცა მან ჯვარიც კი იტვირთა, რათა ჩვენ, ცოდვებით დატყვევებულნი, წყევისგან გვეხსნა? ამის შესახებ ღაღადებს პავლე: „ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე" (). მაშ, თუკი ის — ღმერთი და მიუწვდომელი არსება — გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ყოველივე ამას იკისრებდა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ რა არ უნდა ვქმნათ ჩვენი ძმებისა და მოყვასებისთვის, რომ ეშმაკის ხახიდან გამოვგლიჯოთ და სათნოების გზაზე მივუძღვეთ? რამდენადაც სული სხეულზე უკეთესია, იმდენად უმაღლესი ჯილდოს ღირსნი იქნებიან — ღარიბებისთვის ფულის მიმცემთა წინაშე — ისინი, ვინც შეგონებებითა და ხშირი შეგონებებით დაუდევართა და ცთომილთ სწორ გზაზე მოიყვანენ, აჩვენებენ რა მათ მანკიერების სიმახინჯესა და საღვთო სათნოების დიდ სილამაზეს.
5. სულიერი ბრძოლა და ღვთის საჭურველი
მაშ, ამის ყველაფრის მცოდნენი, ვესაუბრებოდეთ მოყვასებს ყოველივე ამქვეყნიურზე ადრე სულის ცხონებაზე და მათში ამის შესახებ მზრუნველობას ვაღვიძებდეთ. სასურველია, ნამდვილად სასურველია, რომ სული, მუდამ ასეთ შეგონებებს რომ ისმენს, შეძლოს ამოსვლა იმ ბოროტებათა უფსკრულიდან, რ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ვითარმედ: „დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“2.
და იხილა რაჲ, ვითარმედ გარდაჴდად თანანადებთა მათ ჩუენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა ესეცა, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული, ვითარმედ: „ქრისტემან გამოგჳჴსნა ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, იქმნა რაჲ ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.
და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს.
რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.
მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:
...სწავებდა, და კაცნი კერპთაგან ღმრთისა მოაქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ჟამი და საქმე მისი აღესრულა, ნუღარა ეძიებ წესთა მისთა, არამედ იცოდე, ვითარმედ მას ჟამსა იყო საქმე მისი და კეთილ იყო, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შჯული იგი მზარდულ მექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებისაგან ღმრთისა განვმართლდეთ“. და კეთილად გამომზარდნა და სრულისა ამის საზრდელისა შემწყნარებელ-გუყვნა, ვითარცა-იგი ძუძუჲ დედისაჲ ზრდინ ჩჩჳლსა სძითა და მიაწიის იგი საზომსა სრულისა მის საზრდელისასა კეთილად და ფრიადითა სიტკბოებითა, ხოლო მო-რაჲ-ვიდის სიორძილე ჰასაკისაჲ და სრულისა მის საზრდელისა ჟამი, უჴმარ ქმნის იგი; და მშობელნიცა, რომელნი ჟამსა მას სიჩჩოჲსა ჩუენისასა აქებდიან მას, მერმე ისწრაფდიან მოწყუედად ჩუენდა მისისა მის ძიებისაგან და სძაგებდიან, ვიდრეღა ვიეთმე მწარეცა რაჲმე სცხიან, რაჲთა იხილოს ყრმამან გემოჲ მისი და მოსძულდეს ძუძუჲ და მოსწყდეს ძიებისა მისისაგან. ეგრეთვე ქრისტემან, ვიდრეღა-იგი უძლურებაჲ იგი ფრიადი იყო კაცთა შოვრის, მოსცა შჯულიცა უძლურებისა ამის შემსგავსებული, ხოლო მო-რაჲ-ვიდა თავადი და სულიერი იგი სრულებაჲ მოიღო, უაღრესიცა მოქალაქობაჲ განაწესა. ხოლო თქუა, ვითარმედ: ფიცი უკეთურისაგან არს. არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ძუელი იგი...