თარგმანი: იხილე, ვინაჲ შეჰმზადებს მათდა მიმართ სიტყუათა სამადლობელთა, რამეთუ უძლურებად ჴორცთა უწოდს კრულებათა და პყრობილებათა და ჭირთა, რომელთა შინა მყოფ იყო, რაჟამს უქადაგებდა მათ; ამისთჳს მადლიერ არს, ვითარ არცა ერთისა მისთჳს ჴორციელისა განსაცდელისა მისისა შეურაცხ-ყვეს მადლი იგი მის შორის მყოფი; არცა ორგულ და ურწმუნო იქმნნეს მისსა მიმართ, ვითარცა დევნულისა და ტანჯულისა.
13. ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.
გალატელთა მიმართ თავი 4