მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:15

14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?
გალატელთა მიმართ თავი 4
15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი? რამეთუ ვეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუ-მცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე (4,15).:

თარგმანი: ესრეთ იკითხავს, ვითარმედ: სადა არს აწ ნეტარებაჲ იგი თქუენი, მორჩილებაჲ სახარებისაჲ და მოშურნე ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რომლისათჳს მე და მრავალნი გნატრიდით თქუენ? სადა არს აწ, —რამეთუ ვერღარა ვხედავ, ვითარცა არა-ყოფილსა, — რამეთუ მაშინ თუალთაცა თქუენთა აღმოიჴდიდით, დაღათუმცა ესე ჯერ-იყო რომელთასა უპატიოსნეს შეგერაცხე მე. ხოლო აწ არცა თუ კნინოდენსა მხილებასა ჩემსა მიითუალავთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის