...ასეთი კაცი არ ღაღადებს, თუნდაც ხმამაღლა ყვიროდეს; ასეთი კაცი არც ღმერთს ევედრება, თუნდაც ეგონოს, რომ ღმერთს ევედრება. მაგრამ მოსე ასე არ იყო: იგი ღაღადებდა და მისი ღაღადი შეისმინებოდა; ამიტომაც ღვთისგან ესმის: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?“ (). და არა მხოლოდ ღაღადით, არამედ დუმილითაც აღასრულა ის, რაც სურდა, რადგან თავი შესმენის ღირსად წარმოაჩინა. თუ გსურს ცოდვილებიც იხილო, როგორ ლოცულობენ მხურვალედ, აღწევენ საწადელს და დიდად ღაღადებენ, შეხედე მეძავ ქალს, რომელიც დუმილით ღაღადებს; შეხედე მეზვერეს, რომელიც მხოლოდ ლოცვით გამართლდა. ასეთ ღაღადს აღავლენს ეს წინასწარმეტყველიც; ამიტომ ამბობს: „უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი“ (), და ამის გამო ითხოვს, რომ შესმენილ იქნეს.
„ღაღადებასა ჩემსა შენდამი“ (). იხილე ლოცვის კიდევ ერთი სათნოებაც. რადგან წ...