მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 20:12

11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.13. არა კლა.
გამოსვლა თავი 20
12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ძმათა ცოდვების დაფარვის მოვალეობა (9:24):

.... «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?

«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-38).:

...ებულად, რაჲთა ყოველივე შეურაცხ-ვყოთ და იგი მხოლოჲ შევიყუაროთ. და რად ვიტყჳ სხუასა რასმე? უკუეთუ თჳსსაცა სულსა უმეტეს სიყუარულისა მისისა პატივ-სცეს ვინ, იტყჳს: „არა ღირს არს ჩემდა“.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ არა წინააღმდგომ არსა ძუელისა შჯულისა, რომელი იტყჳს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“? ნუ იყოფინ! არა წინააღმდგომ არს, არამედ უფროჲსად ფრიად შეერთებულ, რამეთუ ძუელსა შჯულსა შინა ესრეთ განაწესებს, რაჲთა უკუეთუ ქმნიან მშობელთა კერპთმსახურებაჲ, არა თუ ხოლო მოიძულნენ შვილთა, არამედ ქვაჲცა დაჰკრიბონ. და მეორესა შჯულსა იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა და დედასა: არა გიცნი თქუენ, და ძმანი თჳსნი არა იცნნეს და ძენი თჳსნი განწირნეს, მან დაიმარხნეს სიტყუანი შენნი“. ხოლო უკუეთუ პავლე განაწესებეს დამორჩილებასა მშობელთასა, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ მისი, რამეთუ მათ საქმეთა ზედა იტყჳს მორჩილებასა მათსა, სადა-იგი არა ევნებოდის ღმრთისმსახურებასა, რამეთუ სამართალ არს და კეთილ სხუასა ყოველსა ზედა პატივ-ცემაჲ მათი, ხოლო უკუეთუ უმეტეს წესისა ეძიებდენ მორჩილებასა, რაჲთამცა უფროჲს ღმრთისა პატივ-ვეცით მათ, მაშინ ყოვლადვე არა ჯერ-არს სმენაჲ მათი. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა ესრეთ იტყჳს: „რო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...ელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ და ჰრქუა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა“. ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა...

სრულად ნახვა