...მ წერილმა ეს სიტყვა ხმარა: „გამოუჩნდა". ასეთი გამოთქმა საღვთო წერილს არ ხმარია არც აბელის, არც ნოეს და არც სხვა ვინმეს ისტორიაში. მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „გამოუჩნდა"? ხომ თავად წერილი სხვა ადგილას ამბობს: „ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა" ()? მაშ, რას ვიტყვით ახლა, როცა წერილი ამბობს, რომ ღმერთი გამოჩნდა? როგორ გამოუჩნდა მართალს? ნუთუ თავად ღვთის არსება იხილა? არა, ნუ იყოფინ! მაშ, რა? ღმერთი ისე გამოჩნდა, როგორც მხოლოდ მას ეცოდინება და როგორც მართალს შეეძლო მისი ხილვა. კაცთმოყვარე, ბრძენი, გამომგონებელი და ადამიანურ ბუნებასთან შემწყნარებელი უფალი ჩვენი თავს ეჩვენება მათ, ვინც ამისთვის ღირსეულადაა მომზადებული. და ამას წინასწარმეტყველის პირით ამჟღავნებს, რომ ამბობს: „და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე" (). მაგალითად, ესაიამ მჯდომარედ იხილა იგი, მაგრამ ჯდომა ღვთისთვის შეუფერებელია, რადგან ღმერთი არ ზის; და როგორ შეიძლება ეს უსხეულო და მოუღალავი არსებისთვის? კვლავ, დანიელმა იგი „ძუელ დღეთად" იხილა (); ზაქ...
გამოსვლა 33:20
19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
გამოსვლა თავი 33