...კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა"** (). აი, ეს არის ადამიანი. და კვლავ, სხვა ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე" ().
ხოლო მათ, ვინც ასეთები არ არიან, თუნდაც გონებას ეზიარებოდნენ და თუნდაც ათასგზის ცოდნის მიმღებნი იყვნენ, წერილი ადამიანებად კი არ მოიხსენიებს, არამედ ძაღლებად, ცხენებად, იქედნეებად, გველებად, მელიებად, მგლებად და, თუ რამე ამ მხეცებზე უფრო უპატიოა, იმად; მაშ, თუ ეს არის ადამიანი, ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანი არ არის. რამეთუ როგორ იქნება ადამიანი ის, ვინც ამათგან არაფერზე ზრუნავს? რადგან ფუფუნება და სიფხიზლე ერთად ვერ შეიყრება; ისინი ერთმანეთს აუქმებენ. ამასვე ამბობენ გარეშენიც, რომ „მსუქანი მუცელი წვრილ გონებას არ შობს"2....