...3. ეს იობშიც ითქვა: „შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა“ (). და სოლომონიც ამბობს: „ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა?“ (). ეს კი ამას არ ამბობს, არამედ სხვა საკვირველებას ამბობს. რომელს? იმას, რომ ჰაერი, თუმცა უფრო სქელია, მაღლა მიემართება და თვითონაც შეკავებულია; წყალი კი, სიმძიმის მიუხედავად, მაღლა ადის, საპირისპირო გზით მიმავალი.
საკვირველია თვით ისიც, რომ წყალი ჰაერში იკავება, მაგრამ ბევრად უფრო საკვირველია, რომ შეკავებული წყალი მსუბუქ ჰაერზეა ტარებული; და კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ რაც იმ ჰაერის მიერ იკავება, როცა ღრუბლიდან გადმოიღვრება, შემდგომ ჰაერში აღარ ჩერდება და აღარ იკავება, არამედ ყოველმხრივ იღვრება და მიწისკენ მიემართება. და მართლაც, ეს ბუნებით რომ იკავებოდეს, ჰაერშიც უნდა შეკავებულიყო. რადგან, ვინმეს რ...