მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:44

43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.
იოანეს სახარება თავი 12
44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“ (12,44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის რწმუნებად ჩემდა, რომლისა სარწმუნოებაჲ ესრეთ დიდ არს და ღმრთისა მიიწევის? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა გამოაჩინებს განუყოფელობასა თჳსსა მამისაგან? ხოლო ესე არაოდეს თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს მამაჲ, მე ვჰრწამ, რამეთუ უძლურ იყვნეს იგინი და ეთქუამცა უგუნურებით, ვითარმედ: აჰა ესერა ჩუენ ღმერთი გურწამს და შენ არა გურწამ; არამედ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰრწმენე მე, მას მამაჲ ჰრწამს“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არად საჴმარ არს მათი სარწმუნოებაჲ მამისა მიმართ, რომელთა იგი არა ჰრწმენეს; და რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ კაცისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი იგი სასწაულნი მისნი არა დაუწერიან. ; (21,25) ხოლო ქრისტე განეშორა და კუალად მოვიდა რაჲ, ეტყოდა, ვითარმედ: „რომელსა მე ვჰრწმენე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“. რამეთუ მარადის ესრეთ იქმს: იწყებს სიტყუათაგან მდაბალთა და მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა მამისა მიმართ და აღამაღლებს სიტყუასა თჳსსა; და რაჟამს იხილოს განფიცხებაჲ მათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯი“, და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“; და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს; და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარ...

სრულად ნახვა