...ს; ამიტომ აქ მართალნი ჭირს ითმენენ: რადგან მწირნი არიან, რადგან უცხონი არიან, რადგან უცხო მხარეში არიან. ამრიგად, მართალნი ამას გამოცდისათვის ითმენენ; რადგან მოისმინე ღმერთის სიტყვა იობისადმი: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად" ()? ხოლო ცოდვილნი, თუკი ოდესმე ასეთ რამეს ითმენენ, ცოდვების სასჯელს იხდიან.
ამრიგად, ყველაფერში მადლობა შევწიროთ ღმერთს — იქნება ასე თუ ისე, რადგან ორივე სასარგებლოა. არაფერს აკეთებს სიძულვილით და არც ჩვენგან ზურგშექცევით, არამედ ორივეს ჩვენზე მზრუნველობითა და ზრუნვით იქმს. ამბობს: „რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (). ესე იგი, ადრეული ასაკიდან საღმრთო წერილი ისწავლე. ღვთაებრივ წერილებს კი საღმრთო წიგნებს უწოდებს. მათში აღიზარდე, ამიტომ მათითაც მტკიცე რწმენა უნდა გქონდეს და არაფრით უნდა ზიანდებოდე....