თარგმანი: ქრისტეს თანა მოვკუდებით ნათლისღებისა მიერ სიკუდილითა მით ბოროტთა ჩუეულებათა და პირველთა ქცევათა გარდაკუეთისაჲთა, რომელთა ნივთ ამის სოფლისა უწოდს, და უკუეთუ ყოვლისაგან სოფლიოჲსა საქმისა მომკუდარ ხართო, — ნათელღებულთა ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, —რაჲსაღა ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ბრძანებულ იქმნებით? ესე იგი არს, — უკუეთუ ყოვლისა სოფლისა მკუდარ ხართ, რადღა თავს-იდებთ მბრძანებელთაგან ნივთთა სოფლისათა ზმნისა ბრძანებასა? ნივთ სოფლისა იყვნეს მზე და მთოვარე, რომელთა მოკლებისა და შემატებისა ზმნასა მაწუეველ იყვნეს წარმართნი, ვითარმედ: ესე ჟამი კეთილ არს, და ესე — არაკეთილ, მოკლებისათჳს გინა შემატებისა მთოვარისა; ანუ მას და ამას, რომელსამე ეტლსა ზედა ჯდომისათჳს მზისა.
კოლასელთა მიმართ 2:20
19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით.20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:21. ხელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
კოლასელთა მიმართ თავი 2