მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:9

8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
კოლასელთა მიმართ თავი 3
9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხოვნდებოდეთ მათ შინა. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ; უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა; ნუ უტყუვით ერთი-ერთსა (3,7-9).:

თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.

სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:

...უა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ** (21,5). ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა ().

ხელახლა დაბადება - ეს განუწყვეტელი განახლება, წინსვლითი, პროგრესული მოძრაობაა, მადლითა და მეცნიერებით ადამიანის შეუნელებელი ზრდაა სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიდრე იგი, როგორც ხატი ღვთისა, სრულყოფას მიაღწევდეს. პავლე მოციქული განახლების პროცესს ასე წარმოგვიდგენს: შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდ...

სრულად ნახვა