1.ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.2.მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?3.არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.4.ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?5.არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
6.და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.7.და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.8.ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი;9.იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.
10.შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.11.იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.12.იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.13.როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.14.მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.15.მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?16.ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?17.ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
18.ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას?19.მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს.20.და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს?21.მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა.
22.დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი.23.ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა:24.იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.25.ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.26.მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.27.მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.28.და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხილავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.29.მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.30.და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.
31.იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას.32.და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს.33.თუმცა მე მმართებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს.
34.იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.35.და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს...
მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მან რისხვით,რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესო, და ეტყოდაერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინაჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ,და ნუ დღესა შაბათსა ( ლუკ. იგ, იდ)
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღესა განჰკურნა ერთი მძიმედ უძლური ქალი შესაკრებელსა შინა, ანუ სალოცველსა ურიათა. წინამძღვარი შესაკრებლისა მის, ნაცვლად მადლობისა და პატივის-ცემისა, განრისხდა და სთქვა: ექვსნი...
მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით,რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესე, და ეტყოდაერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინაჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურებოდეთ,და ნუ დღესა შაბათსა (ლუკ, იგ. იდ)
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღეს განჰკურნა შესაკრებელსა შინა ურიათასა დედაკაცი უძლური, რომელი უმეტეს თვრამეტის წლისა იყო დარონებული და ვერ შეეძლო ზე-ახილვად. მოძღვარსა მის შესაკრებელისასა არა თუ არა იამა ესრეთი...
მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).
ესრეთ დაასრულა მაცხოვარმან იგავი, რომელი მოვისმინეთ დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, სახარებითგან. კაცმან ვინმე ჰყო პური, ანუ სერობა დიდი და მოუწოდა მრავალთა სტუმართა, ხოლო წოდებულთა იწყეს თითოეულად უარისყოფა. ერთმან სთქვა: აგარაკი ვიყიდე და თანა-მაძს მისვლად და განხილვად მისა; გევედრები შენ, განმიტევე მე სერობისა შენისაგან. სხვამან სთქვა: უღლეული ხარი ვიყიდე ხუთი და თანა-მაძს გამოცდა მისა; განმიტევე მე სერობისა შენისაგან. კვალად სხვამან...
მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).
დღეს წაკითხული სახარების იგავი გვამცნებს ჩვენ, ძმაო, რომელ, თუმცა ღმერთი ყოველს კაცს იხმობს თავისთან, თუმცა ზეციერმან მამამან ყოვლისა ადამიანისათვის განამზადა პური დიდი, ესე იგი, სასუფეველი ცათა, და უწოდა მრავალთა, გარნა, საუბედუროდ, მცირედნი არიან, რომელნი ისმენენ ხმასა მისსა და მივლენ მასთან. რა მიზეზი არს, ძმანო ამისა? როგორ უნდა აჰხსნას კაცმა ესრედი გასაოცარი საქმე, რომელ შემოქმედი იხმობს ქმნილებასა თვისსა, მამა უწოდებს შვილთა...
...*„საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“** (). ამაზე ქრისტეც მიგვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()?და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ ().ამრიგად, ეს ბორკილები დაამსხვრია და არა მხოლოდ გახსნა; რადგან ის ამაზე მეტია.თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება.არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ ().და კვლავ: **„რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“...
...(ფსალმ. 72,27) და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.
სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს
ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთ...