1.მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.2.და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი.3.მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს?4.ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა.5.და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?6.ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.
7.როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:8.ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:9.შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.10.ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.11.რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.12.ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.13.არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.14.და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.15.ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
16.ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.17.როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.18.მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.19.მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.20.მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.21.დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.22.მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.23.მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.24.რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
25.მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:26.თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.27.ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.28.რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?29.რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა30.და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.31.ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?32.თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.33.ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.34.კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?35.აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს...
...ამიტომაც დაურთო, ამის საჩვენებლად: „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ () არის დამდაბლებაც უგუნური მედიდურობისგან, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“ ()არის სხვა დამდაბლებაც — გაუმაძღრობისგან მომდინარე.რადგან რა არის უფრო მდაბალი, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს სიმდიდრეში, ძალაუფლებასა და დიდებაში მარხავენ?ასეთები ორმაგად მდაბალნი არიან: ერთი მხრივ, მიწაზე მიეთრევიან, ხოლო მეორე მხრივ, ამ ყველაფერს დიდ რამედ თვლიან, როგორც პატარა ბავშვები სათამაშო კოჭებს, ბურთებსა და მსგავს სათამაშოებს დიდად მიიჩნევენ.
მაგრამ ეს იმის ნიშანი კი არ არის, რომ ის საგნები დიდია, არამედ იმისა, რომ მათი დამფასებლების გონება უმწიფარი და მდაბალია.მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ეს ასაკისა და ბუნების ნაკლია, ზრდასრულებში კი — არჩევანის ბრალი.რადგან, როდესაც კაცი უკვე სრულ ასაკ...
...მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის დამსახურებელმა — იმას, ვინც ჯერ არაფერი დიდი ჰქონდა გაკეთებული; პატრიარქმა ახალგაზრდას ის გაუკეთა, რაც ახალგაზრდას უნდა გაეკეთებინა მოხუცისა და ბიძისთვის. ასე ჩვენც, არა მხოლოდ ჩვენზე უმაღლესთა ან ჩვენი თანასწორების მიმართ გამოვიჩინო...
...თა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა, და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.“** ().
და აქაც უფრო დიდი დიდება ჩნდება, თუ დიდებას ესწრაფვი.რადგან იმათგან მოდის შური, ავი თვალით ყურება, ბრალდებები და ლანძღვა; დიდია შიშიც, ვაითუ რაიმე შეუფერებელი მოხდეს. თუ მოწვეულნი შენზე დიდნი არიან, როგორც მონა ბატონის წინაშე, ისე დგახარ, მათი გაკიცხვისა და მათი სიტყვების შიშით. გლახაკებთან კი მსგავსი არაფერია: რასაც კი მიუტან, ყველაფერს სიამოვნებით იღებენ; აქედან დიდია ტაშის ხმა, უფრო ბრწყინვალეა დიდება, უფრო დიდია განცვიფრება.ყველა მსმენელი მდიდართა მომწვევებს ისე არ უკრავს ტაშს, როგორც გლახაკთა მომწვევებს.ხოლო თუ არ გჯერა, სცადე შენ, მდიდარო, რომელიც მხედართმთავრებსა და მმართველებს იწვევ: გლახაკებიც მოიწვიე და სუფრა მათით გაავსე, და ნახავ, თუ ყველამ ტაში არ დაგიკრას, თუ...