1.მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.2.და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი.3.მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს?4.ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა.5.და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?6.ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.
7.როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:8.ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:9.შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.10.ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.11.რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.12.ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.13.არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.14.და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.15.ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
16.ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.17.როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.18.მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.19.მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.20.მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.21.დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.22.მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.23.მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.24.რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
25.მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:26.თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.27.ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.28.რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?29.რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა30.და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.31.ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?32.თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.33.ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.34.კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?35.აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს...
...მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის დამსახურებელმა — იმას, ვინც ჯერ არაფერი დიდი ჰქონდა გაკეთებული; პატრიარქმა ახალგაზრდას ის გაუკეთა, რაც ახალგაზრდას უნდა გაეკეთებინა მოხუცისა და ბიძისთვის. ასე ჩვენც, არა მხოლოდ ჩვენზე უმაღლესთა ან ჩვენი თანასწორების მიმართ გამოვიჩინო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:
...ისა ითქუმის აღსრულებაჲ იგი ქორწილისაჲ და სიძედ წოდებაჲ მისი.
ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაჲ. პირველად წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი ცუდნი შემოიხუნეს: უღელნი ჴართანი და აგარაკი და ცოლი, რამეთუ ნანდჳლვე სულიერნი საქმენი უფროჲს ყოვლისა შეურაცხ იყვნეს მათ წინაშე, და ცუდნი ესე - პატიოსან და საჴმარ.
ხოლო სახიერმან მან უშურველად ჩინებულ-ყვნა, არა თუ გჳანად, არამედ პირველ მრავლისა ჟამისა. რამეთუ იტყჳს: „წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა“. და კუალად იტყჳს: „არქუთ ჩინებულთა მათ მოსლვად ქორწილსა ამას“. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.
პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე - იოვანეს მიერ, რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:
...ამორჩევაჲ მისი მაიძულებელ არს მომავალთათჳს ჟამთა, არამედ ოდენ მწოდებელი არს კეთილისა მიმართ და მასწავლელი; რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ წოდებაჲ მისი არა იძულებით არს, ისმინე, რაჲ წერილ არს, ვითარმედ: მრავალნი წოდებულთაგანნი წარწყმდეს. ; (22,14); ამისთჳსცა ცხად არს, ვითარმედ ჩუენსა ნებასა ზედა არს ცხორებაჲცა და წარწყმედაჲცა.
სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს
ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ჩუენცა განფრთხობად და მღჳძარებად მარადის, რამეთუ რომელი-იგი წმიდასა მას კრებულსა შინა იყოფვოდა და ესოდენნი ნიჭნი მიეხუნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იგი იყო სხუათა მათგანი, რომელნი წარავლინნა იესუ მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად, ვინაჲთგან უკუე ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყუარებისაჲთა და მოძღუარი თჳსი განყიდა, და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, არცა დაბანაჲ იგი ფერჴთაჲ, არცა ზიარებაჲ იგი ტაბლისა მისისაჲ, არცა ტჳრთვაჲ იგი გუადრუცისაჲ, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნა მას ესე ყოველი, ამისთჳს გევედრები, რაჲთა შევიშინოთ ჩუენცა, ნუუკუე მი...