1.მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.2.ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.
3.და უთხრა მათ ეს იგავი:4.ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?5.და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე;6.შინ მოსული დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.7.გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული.
8.ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?9.ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.10.გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.
11.მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;12.უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.13.ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.14.როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.15.წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.16.ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.17.გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.18.ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.19.და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.20.ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.21.შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.22.ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.23.მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.24.რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.25.ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა.26.მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?27.მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.28.ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.29.მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა.30.სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.31.ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია.32.ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.
1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;...
ვგონებ, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, რომ თქვენ ყოველთა ყურადღებით მოისმინეთ დღეს წაკითხული სახარებისაგან იგავი უძღებსა შვილსა ზედა და გახსოვსთ, რა იყო თქმული მას შინა. ამისთვის არ გავიმეორებ მას ეხლა თქვენს წინაშე, არამედ ვეცდები გამოვიყვანო მისგან ის სწავლა, დარიგება, რომელსა ჩვენ იმითი გვაძლევს მაცხოვარი.
იგავი ესე ვრცელი, მშვენიერი და ფრიად აღმაშენებელი, უწინარეს ყოვლისა შეგვაგონებს ჩვენ რა სახით, რა ზომად დაეცემა, გაფუჭდება ცხოვრება და ზნეობა კაცისა მის, რომელი...
განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.
კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ...
და აღსდგა და მივიდა იგი მამისა თვისისა (ლუკ. 15. 20)
აწინდელი სახარება გვიქადაგებს ჩვენ სინანულსა, მით რომ დაგვიხატავს ცხოველად სინანულსა უძღებისა შვილისასა. არ შეგვიძლია ჩვენ დღეს ვრცლად, ყოვლის კერძოდ, ავხსნათ მშვენიერი ესე იგავი, თქვენს წინაშე წაკითხული, მხოლოდ აღვწერ ერთსა კერძოსა სინანულისასა.
სინანული იგი უძღებისა შვილისა იყო გულ-წრფელი, გადაწყვეტილი და ნამდვილი. მან სრულიად შეიგნო თავისი ცოდვა, სიმდაბლით აღიარა იგი ღვთის წინაშე, და მერმე თვით საქმით აღასრულა სინანული, ე.ი. უარ-ჰყო,...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ვაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.
და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.
ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.
ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი. უკუეთუ ძუელსა შინა შჯულსა ეგრეთ შეემთხჳა მას, რაჲ ყოფად არს, რომელნი აწ მიიტაცებენ გლახაკთაგან და დავრდომილთა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოარი, და შესცთეს ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოცდა ათცხრამეტნი იგი მთათა გარე და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (18,12-14).:
...და ვერ უძლო მრავალთა ცხორებამან დაფარვად წარწყმედასა ერთისასა, არამედ ისწრაფა პოვნად იგი და, პოა რაჲ, აღიღო მჴართა ზედა და სიხარული დიდი ყო პოვნისა მისისათჳს; და ბრძანებს, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდაათცხრამეტ-თა მათ მართალთა“.
ნუმცა უკუე უგულებელს-ვჰყოფთ ესევითართა მათ სულთა, რამეთუ ამისთჳს თქუმულ არს ესე ყოველი სასწავლელად ჩუენდა, რაჲთა ჩუენცა განვაგდოთ ყოველივე ამპარტავანებაჲ და შევიმოსოთ სიმდაბლე და სიყუარული და გულისჴმა-ვყოთ, რაოდენი სასჯელი განაწესა დამაბრკოლებელთათჳს ძმათაჲსა და რაბამნი კეთილნი აღუთქუნა, რომელნი სწყალობდენ და იღუწიდენ მათდა. სახედ მოიღო საქმისა ამის თავი თჳსი და ნებაჲ იგი მამისაჲ, რომელსა არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთავე ცხორებაჲ.
და ჩუენცა უკუე, საყუარელნო, ვჰბაძვიდეთ სახიერებასა მას უფლისასა და ნუმცა რაჲ თავ-გუედიდების ქმნად ძმათა ჩუენთათჳს, დაღაცათუ საქმე იგი შეურაცხ და ძნელ იყოს, დაღაცათუ ძმაჲ იგი მცირე და უნდოჲ იყოს, ნუმცა რაჲ უღირს-გჳჩნ ქმნად ცხორებისათჳს მისისა, რამეთუ ესოდენ საწადელ არს ღმრთისა ცხორებაჲ სულისაჲ, ვიდრეღა ძე თჳსი მოავლინ...
...ეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?
ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყუეობისა მისგან, რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.