1.ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.2.მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.3.და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4.ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.5.რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?6.აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:7.რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.8.და გაახსენდათ მისი სიტყვები.9.გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.10.ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.11.მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
13.იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;14.და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.15.ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.16.მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.17.და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?18.ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?19.და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, -20.სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი.21.ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა.22.თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან23.და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.24.ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი.25.იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!26.განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?27.მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში.28.მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო.29.ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.30.ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.31.მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.32.და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?33.მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,34.რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.35.მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
36.ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.37.ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.38.მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?39.შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.40.ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.41.მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?42.და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.43.მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.44.და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.45.მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.46.და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,47.და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.48.ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.49.და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
50.და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.51.კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.52.ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.53.და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა...
და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნითვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდამიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდესმას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).
ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო...
და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნითვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდამიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდესმას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).
ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო...
რა მშვენიერი ნუგეში დაუტევა, ძმანო ქრისტიანენო, მოწაფეთა უფალმან ქრისტემან, ამაღლდებოდა რა ზეცად წინაშე მათთა. თუმცა საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი მისნი ამიერითგან მოაკლდებიან ხორციელად ხილვასა მისსა, გარნა მაცხოვარი ეტყვის მათ, რომელ იგი მარადის იქმნება მათ შორის ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მოციქულთა კარგად გაიგეს, რა დიდი ნუგეში იყო სიტყვათა ამათ შინა, იგინი არა თუ არ შეწუხდენ, ოდეს საუკუნოდ მიეფარა მათგან საყვარელი მათი მოძღვარი, არამედ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა...
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოგვითხრობს სახარებასა შინა თვისსა, რომელ ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მეორმოცესა დღესა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა თვისისა გამოიყვანა მოციქულნი თვისნი იერუსალიმიდგან ბეთანიამდე, მისცა მათ უკანასკნელი დარიგება, აღუთქვა მათ მოვლინება ნუგეშინისმცემლისა, აკურთხა იგინი და ამაღლდა მათ წინაშე ზეცად. მაშინ მოციქულნი მისნი თაყვანის-ჰსცემდეს მას და მოიქცენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, აქებდეს, აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა (ლუკ. კდ, მუხ, ნგ.). რას ნიშნავს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...ობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ და სხუაჲ მოსლვაჲ მათი აღწერა და გამოაცხადა; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მენელსაცხებლენი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).:
...ისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).:
...ებელ იყო ჴელთა მიერ მოკუდავ-თა, არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ განგებულებისაჲ იყო საქმჱ იგი, რამეთუ რომელი-იგი ესრეთ თხელი და წულილი იყო, რომელ ჴშულთა კართა შევიდა, დასამტკიცებელად აღდგომისა თჳსისა ქმნა ესე და რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ჯუარსცუმული. და ამისვე მიზეზისათჳს ჭამაცა და უჩუენნა წყლულებანი. და არა თუ სიზრქჱ იყო მაშინ ჴორცთა მისთა შინა, არამედ ყოველსავე მაშინ მოწფისა მისთჳს იქმოდა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარ...