1.სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.2.ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.3.და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.4.ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.5.აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.6.და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.7.თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.8.მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.9.მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,10.ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელოზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,11.და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.12.მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.13.ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.14.დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.15.და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
16.მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.17.მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:18.სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,19.ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.20.დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.21.და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.22.ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?23.და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.24.მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.25.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.26.მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.27.მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.28.ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.29.ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.30.მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
33.და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:34.ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.35.მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.36.შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?37.და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
38.გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.39.თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.40.ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.41.მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.
42.როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი.43.მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.44.და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა...
დასასრულსა დიდისა დღესასწაულისასა მაცხოვარი, ჩვეულებისამებრ თვისისა, დასდგა შორის ერისა და იწყო სწავლად და ქადაგებად; იგი აძლევდა ნუგეშს მორწმუნეთა თვისთა, აღუთქვამდა რა მათ მოვლინებასა განმანათლებლისა სულისა წმიდისასა, და სხვათა მრავალთა ეტყოდა მათ სწავლათა და მოძღვრებათა. გარნა მსმენელთა მისთა შორის გაჩნდა ამაზედ ცილობა და შფოთი; ზოგნი იტყოდნენ: ის წინასწარმეტყველი არისო და კეთილად გვასწავლისო; სხვანი ამბობდენ: იგი ცბიერი არისო და ცუდად გვასწავლისო; ერთი სიტყვით, დიდი განწვალება და შფოთი იყო...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ა გამოსცდიდა რაჲ, ვერ უძლო ცნობად, თუ იგი არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ მაშინ რაჲ სირცხჳლეულ იქმნა, უმზირდა ჟამსა სიკუდილისასა და ჰგონებდა, რაჲთამცა რომლითა ყოველნი დაიმონნა, შეუძლო მისიცა გამოცდაჲ.
რამეთუ ეგრეთცა წერილ არს ლუკაჲს მიერ, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე“. ხოლო ესე იყო იგი ჟამი, და იცოდა მბრძოლმან მან, ვითარმედ უკუეთუ ამასცა ჟამსა მოუძლურდეს, დასათრგუნველ ყოველთა იქმნების, რამეთუ ესეღა ოდენ ბრძოლაჲ აკლდა, და სიტყჳთ ყოვლით კერძო ძლეულ იყო. ამისთჳს ყოველსავე იქმოდა, რაჲთამცა ცნა, თუ იგი არს მაცხოვარი, რაჲთა უკუეთუ ესე დაიდასტუროს, არღარა იკადროს მიახლებად მისა, რამეთუ იცოდა თუალთშეუდგამი ძალი ღმრთეებისა მისისაჲ. ხოლო უფალი ხედვიდა მანქანებასა მისსა. ამისთჳს ჰფარვიდა ღმრთეებასა თჳსსა და ვი-თარცა კაცი იქცეოდა, რაჲთა არა ევლტოდის იგი, ვითარცა ღმერთსა, და წარვიდეს, არამედ მოუჴდეს მას ბრძოლად, ვითარცა კაცსა, და იქმნას იგი სამღერელ კაცთა.
და ვითარცა-რაჲ მორკინალმან ანუ მჴედარმან ახოანმან, იხილის რაჲ წინააღმდგომი თჳსი შეშინებული და ლტოლვილი, შეიმოსის სახე უძლურებისაჲ, და ესრეთ შეიტყუვის უძლური იგი და შეიპყრის ახოანმან მან და ძლიერად დააკუეთის, ეგრეთვე უფალმან უძლურებითა კაცობრივითა მოიყვ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად წარიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერ-თსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (4,8-10).:
...მერმეღა შეჰრისხნა და არავე რისხვით, არამედ მიუგო სიმშჳდით: „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო“, რომელ-იგი ბრძანებაჲ იყო უფროჲსად, ვიდრეღა შერისხვაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ“, მუნქუესვე იოტა იგი და განდევნა და ვერღარა უძლო განცდად.
ხოლო ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი“? ესე ამისთჳს, რამეთუ თავნი რაჲ და დასაბამნი ყოველთა ბრძოლათა და განსაცდელთანი თქუნა, ამისთჳს დაურთო, ვითარმედ: „ყოველნი განსაცდელნი“. სამთა ამათ ყოველთა სახელი უწოდა, რამეთუ ესენი არიან შესაკრებელნი ყოველთა ბრძოლათა და ყოველთა განსაცდელთანი: მონებაჲ მუცლისაჲ და ცუდადმზუაობრობაჲ და სიყუარული საფასეთა და საჴმართაჲ, რომელ-ესე, ვითარცა უძლიერესი ბრძოლაჲ, უკუანაჲსკნელ წინაუყო; რამეთუ ესრეთ არს წესი ბრძოლისა მისისაჲ, რაჲთა რომლითა ჰგონებდეს ძლევად, იგი უკუანაჲსკნელ ყოვლისა შემოიღოს, ვითარცა იობის ზე ქმნა. ეგრეთვე აქა უდარესთაგან იწყო და უძლიერესთა მიმართ აღვიდა.
ვითარ უკუე ჯერ-არს ძლევაჲ ბრძოლათა მისთაჲ? ესრეთ, ვითარცა უფალმან გუასწავა, რაჲთა მარადის ღმრთისა მივივლტოდით და არცა ჟამსა სიყმილისასა დავიჴსნებოდით, არამედ გურწმენეს მისი, რომელსა ჴელ-ეწიფების სიტყჳთ ოდენ გამოზრდად ჩუენდა. არცა ნიჭთა მათ ზედა მოცემულთა ღმრთისაგან გამოვსცდიდ...
მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).:
...ა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).
თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან მან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().
მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებ...