1.როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.2.ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა.3.იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.4.ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,5.ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.6.წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.7.ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.8.ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.9.ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.10.გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
11.მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.12.როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.13.ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.14.მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!15.მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.16.ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.17.და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
18.ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.19.ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?20.ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?21.ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.22.მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.23.ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.24.ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?25.რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.26.რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.27.ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.28.რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.29.მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ იღეს იოანეს ნათლის ცემით.30.ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.31.და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი?32.ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.33.ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.34.მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;35.და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
36.ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.37.და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;38.ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.39.ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.40.ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!41.ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;42.მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?43.სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.44.მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.45.შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.46.შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.47.ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.48.ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.49.ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?50.მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა...
და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალაიგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)
სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:
ვითარ უკუე იტყჳს ლუკა? ვითარმედ: „შევიდა იესუ კაპერნაუმდ. და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი“. ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: თავით თჳსით მოუჴდა ასისთავი იგი და ევედრა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცა-თუ მსგავსებაჲ აქუს, რამეთუ მისთჳს ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ: „შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, ხოლო ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“. და სხუასა მრავალსა იტყჳან, რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ არა ერთისათჳს არს ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ.
ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: ერთ არს ასისთავი ესე, ორთავე მიერ თქუმული, და ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. ვითარ უკუე მათე იტყჳს, ვი-თარმედ: იგი თჳთ მივიდა იესუჲსა, ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: სხუანი მიავლინნა? მე ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ, ვითარმედ ლუკა ლიქნისსიტყუაობასა მას ჰურიათასა მოასწავებს; რამეთუ ესმა რაჲ ასისთავსა მას უფლისა მოსლვაჲ, ენება მისლვაჲ, ხოლო ჰურიანი ჰლიქნიდეს მას და ეტყოდე...
...„მე ვარ აღდგომაჲ“, და რაჲთა ცნას მან, ვითარმედ ვინაჲთგან იგი არს აღდგომაჲ და ცხორებაჲ, არა სამე ადგილით იქმნების მისმიერი ცხორებაჲ, არამედ სადაცა იესუ შემძლებელ არს კურნებად. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა მათ, ვითარცა ასისთავმან მან ყო, ვითარმედ: „თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს“, ; ეთქუამცა; ვინაჲთგან უკუე მოუწოდეს, ამისთჳს ესე ქმნა და მივიდა, რაჲთა ასწავოს მათ კეთილი გულისხმის-ყოფაჲ. ხოლო მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, უჩუენებს მათ, ვითარმედ შემძლებელ იყო თჳნიერ მოსლვისაცა განკურნებად. ამისთჳსცა ჰყოვნიდა, რაჲთამცა აყროლდა, რაჲთა უმეტესად განეფინოს მადლი მისი. ხოლო დედაკაცმან მან ვინაჲ იცოდა საუკუნოჲ იგი აღდგომაჲ? რამეთუ ასმიოდა მრავალგზის ქრისტესგან სიტყუაჲ აღდგომისაჲ, არამედ მას აწ სუროდა ხილვად. და იხილე იგი, ვითარ ჯერეთ ქუემდებარე იყო გონებითა, რამეთუ ესმა ქრისტესი, ვი-თარ თქუა, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ“, და ეგრეთცა არავე თქუა, თუ: აღადგინე იგი, არამედ ჰრქუა: „მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ“ (11,27), ხოლო უფალმან ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე“. აქა ამას ჴორციელსა სიკუდილსა იტყჳს, ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „რომელსა ჰრწმენ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:
...მდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მ...