1.ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი.2.და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი,3.იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
4.ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:5.გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.6.ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.7.ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.8.ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!9.მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?10.ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
11.აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;12.გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;13.კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;14.ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.15.პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.16.არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,17.ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.18.მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
19.მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.20.და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.21.ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
22.მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.23.ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.24.მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.25.და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
26.და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.27.ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.28.იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.29.რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.30.ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.31.ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.32.იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.33.გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.34.ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.35.გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.36.ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული.37.გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.38.ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა:39.დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.
40.მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.41.და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.42.რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.43.ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,44.უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.45.და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?46.მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.47.რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.48.ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.49.ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.50.მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.51.ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.52.ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.53.ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.54.ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;55.მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.56.მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
იგავი მთესვარასა და თესლსა ზედა, დღეს წაკითხული სახარებითგან, აგვიხსნის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, მიზეზთა მათ, რომელნი აბრკოლებენ და, თითქმის, კიდეც დააყენებენ მოქმედებას სიტყვის ღვთისასა.
ძალი და მოქმედება ღვთისა სიტყისა, ძმანო ჩემნო, არის დიდი და მაღალი. წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისა ესრეთ აღწერს მოქმედებას სიტყვისა ღვთისასა: ცხოველ არსს სიტყვა ღმრთისა და ძლიერ, და უმკვეთრეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორ-პირისა: და მისწვთების იგი...
იგავი მთესვარისა და თესლისათვის, თქმული უფლისა მიერ და დღეს ჩვენგან მოსმენილი, გვასწავებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, თუ ვითარი მოქმედება აქვს სწავლასა და ქადაგებასა მოძღვართასა გულსა ზედა მსმენელთასა.
გამოვიდა მთესვარი თესვად. ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, და, იყო ოდეს, იგი თესვიდა, რომელნიმე თესლნი დავარდნენ გზასა ზედა და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შესჭამეს იგინი. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა, სადა იგი არ იყო სიღრმე მიწისა, და თუმცა...
ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ,ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაშენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. ც, მც).
ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ...
რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:
...ს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმენდეს მას? ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაცა შემოიყვა...
ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით (1,14).:
.... ამისთჳს ჯერ-იყო ღმრთისმშობელისაჲცა მუნვე ყოფაჲ. და უკუეთუმცა იოსებ, მიმთხოველი ქალწულისაჲ, მუნ ყოფილ იყო, იგიცამცა შვილთა თჳსთა თანა მოჴსენებულ იყო, არამედ ცხად არს პირველ მრავლისა ჟამისა აღსრულებაჲ. მისი თჳთ მათვე სიტყუათაგან სახარებისათა, ვითარმედ: "დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს" (); რამეთუ, უკუეთუმცა ცოცხალ ყოფილ იყო, მაშინ მუნცა მოიჴსენებოდა და აქა კრებულისა ამისგან არავე დააკლდებოდა, ვითარცა უმჴურვალესი ყოველთაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ძენი მისნი ოდესმე შეორგულდიან, არამედ იგი არა ოდეს ორგულ იყო საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).:
...ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).
ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“. ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ წულილადისა საქმისა და ჟამისა და სიტყჳსა შეუცვალებელად აღწერაჲ.
ხოლო ამათ სიტყუათა წარმოვიტყჳ სიტყჳსა მისთჳს, რომელი დაწყებასავე ვთქუ, ვითარმედ: რომელიცა რაჲმე ჩანს განყოფილად თქუმული მახარებელთა მიერ, თითოეული თჳსსა ადგილსა, ვითარცა ღმერთმან ძალი მომცეს, განვჰმარტოთ; რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ, ვი-თარმედ არა არს მათ შორის ცილობაჲ, არცა განწვალებაჲ, და უფროჲსად სათანადოთა მათ და მაღალთა საქმეთა შინა, რომელთა შინა ფრიადსა ერ-თობასა აჩუენებენ.
წარავლინა უკუე ერი იგი და მოწაფენი წარიყვანნა თჳს თანა, რაჲთა იხილონ მათ ყოფადი იგი სასწაული. რამეთუ ვითარცა მოძღუარი კეთილი, ორკერძოვე ასწავებდა მათ, რაჲთა უშიშ იყვნენ განსაცდელთა შინა და მდაბალ პატივსა შინა. ამისთჳსცა, რაჲთა არა აღზუავნენ, რომელ ერი იგი წარგზავნა და იგინი წ...