...ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე? როგორ არის კეთილი? კაცთმოყვარეა სწორედ ამგვარადაც, და ამით განსაკუთრებით გამოჩნდება მისი კაცთმოყვარეობის სიდიდე. რადგან სწორედ ამისთვის გვიქადის ამხელა შიშს, რათა ამით მაინც, თითქოს ბიძგით, სასუფევლის სურვილისკენ ოდესმე გამოვფხიზლდეთ.
იხილე, როგორ უბრალოდ კი არ მოწმობს ონისიფორეს შესახებ, არამედ ამბობს: „მრავალ-გზის მე განმისუენა“ (). თითქოს რომელიმე მოღვაწე გვალვისგან, ანუ ჭირთაგან, იწნეხებოდა....