1.ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!2.მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.3.ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:4.გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?5.მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.6.ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.7.ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.8.რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.9.არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.10.და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.11.ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.12.და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.13.და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.14.როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.15.და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.16.მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.17.ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.18.ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.19.რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.20.და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.21.მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.22.რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.23.ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.24.და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.25.ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.26.მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.27.მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.28.ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.29.ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.30.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.31.ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.32.მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.33.ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.34.მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.35.მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.36.რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.37.ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.
1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ (24,3).:
...შენისა მის კუალად მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ. ხოლო ლუკა მახარებელი ერთსა ოდენ იტყჳს საქმესა კითხვად - დარღუევისა მისთჳს იერუსალჱმისა, რამეთუ ჰგონებდეს მაშინვე ყოფად მოსლვისა მისისა. და კუალად მარკოზ იტყჳს, ვითარმედ სიტყუასა ამას პეტრე და იოვანე იწყეს კითხვად, ვითარცა უმეტესისა კადნიერებისა ღირსქმნულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:
...ულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ; ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამეთუ უკუეთუმცა შემდგომად სულისა მოსლვისა ასმიოდამ...
...აჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა. ხოლო არა თქუა, თუ: აწვე ცული ჰკუეთს ძირსა ხეთასა,...