1.შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.2.დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.3.(რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.4.არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).5.მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?6.ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.7.ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.8.ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.9.და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?10.ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.11.ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -12.ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.13.და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.14.მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:15.არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.16.ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:17.ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.18.და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?19.ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.20.და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.21.ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,22.სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.23.ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
24.წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.25.რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.26.ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.27.მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.28.ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?29.და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.30.მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.
31.მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.32.მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.33.ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;34.ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!35.მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.36.და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;37.დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ! ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი გასწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი წმიდაჲ“ (23,24-26).:
...ჴორციელთა განბანა-თა და მეწმინდურობათაჲ, ხოლო სულიერთა ბიწთა არაგანწმედაჲ დიდისა სასჯელისა ღირს არს, და სათნოებათა არამოგებაჲ დიდად საბრალობელ არს. ამისთჳს ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან“. და სხუაჲ მრავალ არს, რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: „განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტომანებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ“; ესე ყოველი უნდო იყო და არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.
ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: „რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ“. რამეთუ მცირენი იგი მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი შეურაცხ-გიყოფიან, „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და მსგავსნი ამათნი, ცუდ არს და ამაო არასათანადოთა მათ ძიებაჲ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ პირველ მისისა განკაცებისაცა არა დიდად საძიებელ იყვნეს ესე საქმენი, არამედ „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და სიყუარული და სხუანი იგი დიდნი მცნებანი შჯულისანი იყვნეს თანაწარუვალ დ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:
...ძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“. ; ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ არა ღირს არს უგულებელს-ყოფაჲ მისი. ამისთჳსცა იწყო სიტყუად მისა, რა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).:
...და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.
ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაჲ წარმართთაჲ, გამოსრული საზ-ღვართაგან თჳსთა, ვითარცა წერილ არს: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“. რამეთუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიასტანისათა, და დედაკაცი იგი - საზღვართაგან თჳსთა, და ესრეთ შეემთხჳნეს ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე გარდამოჴდა ზეცით, და ეკლეს...