მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 10:40

39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
მათეს სახარება თავი 10
40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მარ-თალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად ხოლო მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“ (10,40-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კმა იყო ზემოთქუმული იგი ყოველივე დარწმუნებად კაცთა, რაჲთა შეიწყნარებდენ და ჰმსახურებდენ მოციქულთა; რამეთუ ვინმცა იხილნა ახოანნი იგი მჴედარნი ქრისტესნი, ლომებრ მორბედნი სოფელსა შინა, შეურაცხისმყოფელნი ყოვლითურთ თავთა თჳსთანი, რაჲთა სხუანი აცხოვნნენ, და არამცა გულსმოდგინედ შეიწყნარნა იგინი? გარნა ვინაჲთგან ზემო დიდი სასჯელი თქუა არაშემწყნარებელთა მათთათჳს, ვი-თარმედ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისა და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრეღა რომელთა-იგი არა შეგიწყნარნენ თქუენ, აწ კუალად შემწყნარებელთა მათთა სასყიდელსა წარმოიტყჳს, რაჲთა ცნან, ვი-თარმედ მათ უმეტესი კეთილი მოეტყუების შეწყნარებითა მით, ვიდრეღა მოციქულთა. ამისთჳსცა იტყჳს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. რაჲმცა უკუე შეესწორებოდა ამას პატივსა და ამას დიდებასა, შეწყნარებასა მამისა და ძისასა, რომელთაგან სული წმიდაჲ განუშორებელ არს? ხოლო სხუაჲცა აღუთქუა: სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელთა და მართალ-თაჲ მიიღონო შემწყნარებელთა მათ. ხოლო არა თქუა მარტივად: რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:40-42 — ქრისტეს მსახურთა შეწყნარება:

40-41. ომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. - მოგვიწოდებს, რომ ისინი, ვინც ქრისტესთან არიან, შევიწყნაროთ, რადგან ვინც პატივს მის მოწაფეებს მიაგებს, პატივს მიაგებს მასაც და მის მიერ მამასაც. საჭიროა შეწყნარება მართალთა და წინასწარმეტყველთა სახელით მართლისა და წინასწარმეტყველისა, ანუ იმიტომ, რომ ისინი მართალნი და წინასწარმეტყველნი არიან და არა მეფეთა წინაშე რამდენადმე პირველობისა და მათი შემწეობის გამო. მაგრამ უკეთუ ვინმე წინასწარმეტყველი მხოლოდ გარეგნულადაა, ხოლო საქმით - არა, შენ ისიც შეიწყნარე ვითარცა წინასწარმეტყველი, და ღმერთი სამაგიეროს ისე მოგაგებს, თითქოს მართლაცდა წინასწარმეტყველი შეგეწყნარებინოს, რადგანაც სიტყვები: სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს ამას ნიშნავს. შეიძლება სხვაგვარადაც გაიგო, სახელდობრ, რომ მართლად იწოდება ისიც, ვინც მართალს იწყნარებს და იმავე საზღაურს მიიღებს, რასაც...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()2. აქედან ისწავლეს იუდეველებმა ღმერთის შეურაცხყოფა, რადგან მოსე შეურაცხყვეს, რადგან მას ქვებს ესროდნენ. რადგან, როცა ვინმე მღვდლის მიმართ მოწიწებით არის განწყობილი, მით უმეტეს ასე იქნება ღმერთის მიმართ. და თუნდაც მღვდელი უღირსი იყოს, ღმერთი, როცა ხედავს, რომ მისდამი პატივის გამო პატივის უღირსსაც ემსახურები, თვითონვე მოგაგებს საზღაურს. რადგან თუ, როგორც ამბობს, „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს“ (...

სრულად ნახვა
ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ისეთი მანძილი არ არის, როგორიც ღმერთსა და მოწაფეებს შორის. თუ მას ქრისტესავით იღებ, ნურაფრის შეგრცხვება; პირიქით, ამ საქმით იდიდე კიდეც. ხოლო თუ ქრისტესავით არ იღებ, ნურც მიიღებ. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). თუ ასე არ იღებ, არც სასყიდელი გაქვს. აბრაამი, როგორც თავად ეგონა, გამვლელ მგზავრ ადამიანებს იღებდა და მისაღებად საჭირო სამზადისს მთლიანად მსახურებს არ ანდობდა; მსახურების უმეტეს ნაწილს თვითონ, საკუთარი ხელით აკეთებდა და ცოლსაც უბრძანებდა ფქვილი მოეზილა, თუმცა სამას თვრამეტი შინშობილი მსახური ჰყავდა, რომელთა შორის, სავარაუდოდ, მხევლებიც იქნებოდნენ. მაგრამ მას სურდა, სასყიდელი ცოლთან ერთად ჰქონოდა, არა მხოლოდ ხარჯისა, არამედ მსახურებისაც.

ასე უნდა გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა: ყველაფერი საკუთარი ხელით ვაკეთოთ, რათა ჩვენ თვითონ განვიწმინდებოდეთ და ჩვენი ხელებიც იკურთხებოდეს. თუნდაც ღარიბებს აძლევდე, ნუ იუკადრისებ, რომ შენი ხელით მისცე; რადგან ღარიბს კი არ აძლევ, არამედ ქრისტეს....

სრულად ნახვა
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. შეგონება სტუმართმოყვარეობისა და სათნოებისკენ:

...სწორედ ამგვარად ამ მართლებმაც — მამამთავარმა აბრაამმა და ლოტმა — ეღირსნენ ზეციური მადლის მიღება და ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს იღებდნენ, ანგელოზთა და თავად ანგელოზთა უფლის მიღების ღირსნი შეიქნენ. ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ახლაც მივიღოთ იგი, — თავადვე თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). მაშ, მივიღოთ უცხოები, მათი გარეგნული მდაბალი მდგომარეობის ყურადღების გარეშე. თუ ასეთი სულის განწყობით გამოვიჩენთ სტუმართმოყვარეობას, მაშინ, შეიძლება, ოდესმე ჩვენც ვიმსახუროთ, ადამიანთა სახით, ისეთი სტუმრების მიღება, რომლებიც ანგელოზთა ღირსებას გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც...

სრულად ნახვა