...იოან 8:39). რადგან ყველასთვის ცხადია, რომ შვილი მამის გამო არ ისჯება და არც მამა - შვილის გამო. ეს სჯულშიც წერია: „ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.“ (), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამამ თვითონ ცუდად აღზარდა შვილი; მაშინაც კი ის არა შვილის გამო, არამედ საკუთარი დაუდევრობის გამო ისჯება, როგორც ელი.
3. ბოროტი განზრახვა და საკუთარი წყევა
თუ გნებავთ, ფსალმუნსაც თავიდან მივყვეთ: „ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ“ (). ხოლო სხვა განმმარტებელი ამბობს: „ღმერთო, ჩემი გალობის მიმართ ყრუ ნუ იქნები“. სხვა კი ასე ამბობს: „ნუ დადუმდები“; ესე იგი, სასჯელს გვერდი ნუ აუვლი, არამედ მომხდარის გამო მისაგებელი აღასრულე. რადგან შენ ხარ დიდებული, დიდი და ძალმოსილი, რომ ამგვარი საქმეები გამოასწორო. **„რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს...