...), ესე იგი, სიღარიბეში მყოფთა შესახებ, რადგან რამდენადაც ვინმე სიღარიბეშია, იმდენად უფრო არის ქვრივი. იგი სჯულის სიტყვასაც დებს და ქრისტეს სიტყვასაც, ორივეს თანხმობაში მყოფს.
სჯული ამბობს: „ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ“ (). ხედავ, როგორ სურს, რომ მოძღვარი დაშვრებოდეს? რადგან არ არსებობს, არ არსებობს სხვა ისეთი შრომა, როგორიც მისი შრომაა. მაგრამ ის სჯულისაა; ხოლო ქრისტეს სიტყვას როგორღა დებს? რადგან ამბობს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ მხოლოდ საზღაურს კი ნუ მივაპყრობთ ყურადღებას, არამედ იმასაც, როგორ ბრძანა; რადგან ამბობს: „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ, თუ ვინმე ნებივრობს და მოდუნებულია, ღირსი არ არის; თუ იგი მეკალოე ხარი არ არის, რომელიც პაპანაქებასა და ეკლებშიც უძლებს უღელს და ზიდავს, დ...