...რადგან როგორც სხეული საზრდოობს, ასევე საზრდოობს სულიც. ხოლო რომ სულიც საზრდოობს, მოისმინე: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (; ). ამგვარად, სწორედ ამ საზრდელს ამბობს, რომელიც განსაკუთრებით მისცა თავის მოშიშებს: სიტყვით სწავლებას, წვრთნას და მთელ სულიერ სიბრძნეს. „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). კვლავ, იუდეველთა უგუნურებას რომ აცხრობს და მათ ქედმაღლობას კვეთს, უფრო კი აჩვენებს, რომ სიკეთეები, რომლებითაც ისარგებლეს, საკუთარი ღირსების გამო კი არ მიიღეს, არამედ მამებისადმი მისი სიყვარულისა და მათთან დადებული აღთქმების გამო, ამბობს: „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). სწორედ ამასვე უბრძანა მოსემ მათ, როცა აღთქმის ქვეყანაში შედიოდნენ, ეთქვათ და გულში ჰქონოდათ....