თარგმანი: სალამინი არს დედაქალაქი კჳპრისაჲ. ამისთჳს პირველად მუნ მივიდეს და პირველად შესაკრებელსა შინა ჰურიათასა იწყეს ქადაგებად სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთა არარაჲთ სცენ მათ მიზეზი დაბრკოლებისაჲ წარმართთა მიმართ მისლვითა, ხოლო თანა ჰყვანდა მარკოზ წოდებული იოვანე, არა მოციქულად, არამედ მოწაფედ მოციქულთა.
მოციქულთა საქმეები 13:5
4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტყველს, სახელად ბარიესოს,
მოციქულთა საქმეები თავი 13