თარგმანი: სული წმიდაჲ იყო მყვანებელ მათდა. ამისთჳს არა უტევნა დაყოვნებად სელევკიას, რამეთუ არაჲ შჭირდა მათ უღონოებაჲ ქადაგთაჲ, რამეთუ მახლობელ იყვნეს ანტიოქიისა, არამედ ზღუასა ზედა აღიყვანნა ფერჴნი მათნი, რაჲთა განსთხიონ მისგან მომმუხველობაჲ იგი მარილიანობისაჲ, რამეთუ ზღუაჲ სახე არს სოფლისა დაუდგრომელობისაჲ მღელვარებითა თჳსითა, და მას შინა იშუებს ვეშაპი გემოთ-მოყუარებისაჲ, რომელსა მოაკუდინებს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. ესრეთ უკუე წიაღჴდეს სელევკიით კჳპრედ ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი.
მოციქულთა საქმეები 13:4
3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.
მოციქულთა საქმეები თავი 13