მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:10

9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.
მოციქულთა საქმეები თავი 17
10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს, რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი. ყოვლითა გულსმოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს (17,10-11).:

თარგმანი: ბერიაჲ ქალაქი არს მაკედონიისაჲ. ამის ქალაქისათჳს რომელნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ფერონისგან აღშენებულ არს და მოსახელედ მისსა ბერია წოდებულ არს, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს გარეშეთა სიბრძნისაჲ, რაჲთა ცვალნენ ასონი და ფერონს ვერონ უწოდონ და ფილიპპოსს ვილიპპოს. ხოლო ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ვერია ეწოდების ქალაქსა მას მოსახელედ ვერიაჲსსა, რომელი იყო ასული მაკედონისი, და ვინაჲთგან არს სხუაჲცა ვერიაჲ ფინიკიისაჲ, ესე იგი არს ბივრიტიაჲ. ამისთჳს ამას უწოდიან ბერია მაკედონიისაჲ. ამას ქალაქსა უაზნაურეს თესალონიკელთასა უწოდს, რამეთუ არარაჲ წინა-აღდგომაჲ ყვეს ვითარ თესალონიკელთა, არამედ მყუდროებით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ, და რამეთუ არა ბოროტითა, არამედ კეთილის მოყუარითა ნებითა გამოეძიებდეს წიგნთაგან ჭეშმარიტებასა საქმისასა. გარნა შენ იხილე, რამეთუ მოძღუარი ესე წარმართთაჲ პავლე ყოველსა ადგილსა პირველად შესაკრებელსა შევალს ჰურიათასა, რაჲთა არარაჲთ დააბრკოლნეს იგინი. არამედ კადნიერებით ჴმობდეს, ვითარმედ დაუბრკოლებელ ვიყავ ჰურიათა მიმართ და წარმართთა, ვითარცა ზიარი მოღუაწე ყოველთა ცხორებისაჲ.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:

...და მას საკმარისი თავდებობაც მოსთხოვეს. და, როგორც წერილი ამბობს, „და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი" (); შემდეგ კი: „ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად" (). ნუთუ ეს მცირეა, მითხარი? განა თავისი თავიც მის ნაცვლად საფრთხის ქვეშ არ დადო? ამას უწოდებს სიყვარულის შრომას, რადგან ისინი ასე იყვნენ შეკავშირებულნი.

2. ჭირში სიხარული და უფლის მიბაძვა

და იხილე: ჯერ მათი ღვაწლის საქმეებს ამბობს, შემდეგ კი თავისას, რათა არ გამოჩნდეს, თითქოს თავს იდიდებს, ანდა წინასწარი მიკერძოებით უყვარს ისინი. და „მოთმინებასა" (), — ამბობს. რადგან ის დევნა ერთ ხანს კი არ მომხდარა, არამედ მუდამ გრძელდებოდა; და არც მხოლოდ მოძღვარ პავლეს ებრძოდნენ, არამედ მოწაფეებსაც. თუ მათ, სასწაულთა მოქმედებ...

სრულად ნახვა