მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:15

14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
მოციქულთა საქმეები თავი 2
15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ არა ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე (2,15).:

თარგმანი: არა ეტყჳს ვითარმედ "იკიცხევით", არამედ სიმშჳლით მიუგებს: "ვითარ თქუენ ჰგონებთო", რამეთუ არა წინა-განწყობაჲ ჰნებავს, არამედ რაჲთა სარწმუნოებად ღმრთისა მოიყვანნეს. ამისთჳს ჟამისაგან დღისა ამხილებს, ვითარმედ ვერ ეგების მესამესა ჟამსა დღისასა სიმთრვალე კაცთა ღმრთის მოშიშთაჲ, და რომელნი უცხოთა ენათა იტყჳან; რამეთუ სიმთრვალე ჯერეთ ერთსა მასცა ენასა შეუმრღუევს, რომელი სიყრმითგან უწყოდის, არათუმცა წმიდად მეტყუელ ყვნა ახალთა და უცხოთა ენათა, რომელნი არაოდეს უწყოდნეს. გარნა მოკიცხართა მათ სიტყუაჲ, მწამებელი სიმთრვალისაჲ, მათდა მიმართ იყო, რომელნი არა მეცნიერ იყვნეს ენათა მათ, რომელთა იტყოდეს მოციქულნი; რამეთუ მათ ვერ აცთუნებდეს, რომელთა იცოდნეს ენანი იგი და ხედვიდეს დაუბრკოლებლად მეტყუელსა მოციქულთასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის