თარგმანი: იხილე, ჵ მორწმუნეო, და სახე განიგე პეტრესგან, ვითარ სიტყჳთა უფლისაჲთა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დაჰჴსნის წინააღმდგომსა. და შენცა, რაჟამს წინა-გიყოს მწვალებელმსნ სიტყუაჲ საძიებელი, ნუ სიტყუა-მეტნობითა და ენა-მჭევრობითა, არამედ წამებითა წმიდათა წერილთაგან შემოღებულითა წინა-აღუდგებოდე, რამეთუ მოპოვნებული ყოველი დაიჴსნების, ხოლო წერილისა დაჴსნად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ ჴმასა ღმრთისასა ვინ-მცა უძლო დაჴსნად! და კუალად ესეცა ისწავე, რაჲთა, რომელიცა უფროჲს შესაწყნარებელ უჩნდეს წინააღმდგომსა ძუელთა გინა ახალთაგანი, მიერცა შემოიღებდე სიტყუასა. ვითარ-ესე ხედავ; რამეთუ არა გესმის პეტრესგან, ვითარმედ: "ქრისტემან აღგჳთქუა მოვლინებაჲ სულისაჲ". და ესე თუმცა ეთქუა, მყის გარე-მიაქცევდეს მსმენელნი იგი სიტყუათა მათ მისთა. ამისთჳს მამისა მიერ შემოიღებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისაგან იოველისსა, რომლისა სახელი გამოითარგმანების "უფლისა ღმრთისად", და ძუელად თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებით უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს — აწ საქმე აღსრულებულად უჩუენებს, რაჲთა სიტყუანი საქმით სარწმუნო...
მოციქულთა საქმეები 2:16
15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
მოციქულთა საქმეები თავი 2