თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს არს მამაკაცება, არცა დედაკაცება, მონება გინა აზნაურება, რჩევა მამაკაცისა გინა დედაკაცისა. არამედ რომელიცა ჭეშმარიტებით და ერთგულებით ჰმონებდეს უფალსა, მიენიჭების მადლი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელ იყოს; რაჟამს მარადის შურებოდის და არაოდეს დაშურებოდის სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა, რომელი-ესე არს თავ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებათა.
მოციქულთა საქმეები 2:18
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.
მოციქულთა საქმეები თავი 2