მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:19

18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.
მოციქულთა საქმეები თავი 2
19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).:

თარგმანი: რომელთა შეიმოსონ ხატი იგი ზეცისაგანისაჲ, იგინი ჴმობენ ნიშისათჳს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა: "გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო" () რამეთუ ჯუარ-ცუმითა მეუფისაჲთა იხილვა სასწაული ქუეყანასა ზედა. რაჟამს ყოველთა წარმართთა დაუტევნეს მამულნი ღმერთნი და წესნი და იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და განიბანნეს სისხლითა, გუერდით მისით გარდამოსრულითა, რომელი-იგი ჭეშმარიტად სასწაულ არს ქუეყანისა, რამეთუ არასადა იქმნების გუამით მკუდრისაჲთ გარდამოსლვაჲ სისხლისაჲ, რამეთუ შეყინებულ არს. ხოლო მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტესსა მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი და იხილეს, რამეთუ მომკუდარ იყო, ლახურითა უგუმირეს გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, საცნაურ-ყოფად, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი. ხოლო ცეცხლ არს ენებითა ცეცხლისაჲთა გარდამოსრული იგი მადლი მოციქულთა ზედა, რომელსა მიიღებენ მორწმუნენი. ხოლო ურწმუნოთა ზედა დაუშთების კუამლი, რაჲთა რომელთა ნათლისა მიმართ საღმრთოჲსა დაიყვნეს თუალნი, მათ არმური სიბნელისაჲ მიიღონ და კუამლი იგი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის