მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:20

19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.
მოციქულთა საქმეები თავი 2
20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე — სისხლად, პირველ მოწევნადმდე დღისა მის უფლისა, დიდისა და განჩინებულისა (2,20).:

თარგმანი: წინა-უსწრო მეორედ მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.

და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის