თარგმანი: მარადის ჭირთა შინა და კრულებათა, პყრობილებათა და სიკუდილთა ნუგეშინის-სცემს ღმერთი ქადაგთა თჳსთა ჩუენებით გამოცხადებითა თჳსითა, ვითარ-ესე აწ პავლეს, შემდგომად ესოდენთა შფოთთა ზედა-აღდგომისა ეჩუენა და პირველ გარდასრულთა ღუაწლთათჳს აქო, და ეგევითართავე ღუაწლთა თავს-დებაჲ ჰრომეს შინაცა აუწყა, ვითარ-იგი იერუსალემს თავს-ესხნეს. ამას თანა ესეცა განუცხადა, ვითარმედ დიდსა მას ქალაქსა შინა ჰრომისასა იქმნების წამებითა აღსასრული მისი.
10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო.12. როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
მოციქულთა საქმეები თავი 23