თარგმანი: იხილე სიმშჳდე ჭეშმარიტთა მლოცველთაჲ, ვითარ შინებათა წინა-უყოფენ ღმერთსა, ხოლო მაშინებელთათჳს არა მწყევარ არიან, არამედ საღმრთოჲსა ქადაგებისა წარმართებასა ითხოვენ, და რაჲთა ნიშებითა და სასწაულებითა უმრავლესნი სულნი მოაქცინენ სარწმუნოებად ქრისტესსა.
...ღუდედ უნდა დავუყენოთ, არასოდეს ვილოცოთ მტრების წინააღმდეგ და მოციქულებს მივბაძოთ. რადგან მოციქულებმაც მრავალი საშინელება დაითმინეს, შემდეგ საპყრობილეებში აღმოჩნდნენ და უკიდურესი საფრთხე გადაიტანეს; მაგრამ ლოცვას შეაფარეს თავი და ამბობდნენ: „მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა“ (). და ამის შემდეგ რა? ნუთუ ამბობდნენ: „შემუსრე ისინი“ ან „მოკალი“, როგორც მრავალი ხშირად წყევლისას ამბობს? არავითარ შემთხვევაში.
მაშ, რას ამბობდნენ? „და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა“ (). როგორ და რა სახით? მზაკვრების მოკვლით, მათი მოსპობითა და სრული დაღუპვისთვის გადაცემით? არავითარ შემთხვევაში. მაშ როგორ? „სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა“ (
...ემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ რაჲმე სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ“ (16,23-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამათ სიტყუათა მიერ კუალად უჩუენებს, ვითარმედ უმჯობეს არს, რაჲთა იგი წარვიდეს, ვინაჲთგან მაშინ უმეტესად აღესრულებოდიან თხოვანი მათნი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე ჰგონებთ, ვინაჲთგან არღარა თქუენ თანა ვიყო, სრულიადმცა დაგიტევენ, რამეთუ სახელმან ჩემმან უმეტესი კადნიერებაჲ მოგცეს თქუენ. ვინაჲთგან უკუე დაფარულ იყვნეს სიტყუანი იგი, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ“ (16,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემის...