1.ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ.2.ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.3.სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.4.ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.5.ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს.6.ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.7.ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროთ, ყვირილით გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.8.და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.9.იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.10.ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.11.სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით.12.მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.13.თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.14.იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,15.რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.16.ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.17.მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.18.როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ19.და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.20.ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.21.არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.22.მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა.23.რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს.24.მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.25.ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.26.უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.27.ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,28.უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.29.მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.30.ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?31.მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.32.ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.33.მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“.34.მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?35.ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.36.ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?37.ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.38.და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.39.წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.40.ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალემს და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა (8.1).
კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენა-ვე ნათელს-იღო. და იყო დადგრომილ ფილიპეს...
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა (8,18-21).
თარგმანი: მოიჴსენო რაჲ იუდაჲსი მოციქულად ჩინებაჲ ქრისტეს მიერ,...
ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).
თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:
...ნ რაჲ, სხუად ფერად იცვალებიან, მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნებიან, მოკიცხარ და მაბრალობელ, ვითარცა იყო უკეთური იგი სიმონ, რომლისათჳს წერილ არს: „და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე და ნათელ-იღო“. და მერმე იტყჳს: „ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელისა დადებითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფობაჲ ესე, რაჲთა რომელსა დავსდვა ჴელი, მიიღოს სული წმიდაჲ. მაშინ ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა“. ჭეშმარიტად ძაღლთა და ღორთა უძჳრეს იყო იგი. ამისთჳსცა არა მისცეს მოციქულთა სიწმიდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.
ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წ...
...ომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ, და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა"** (). შეხედე, რა დაწვრილებით მოგვითხრო წერილის ავტორმა: თქვა, რომ ეთიოპიელი იყო, რათა გვცოდნოდა, რომ უცხოტომელი იყო, შემდეგ ამბობს, რომ დიდებული იყო და დიდი პატივი და ბრწყინვალება ჰქონდა. „რომელი-იგი მოსრულ იყო, — ამბობს, — თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ". შეხედე მისი მგზავრობის მიზანსაც, რომელიც უკვე საკმარისად აჩვენებს მისი სულის ღვთისმოყვარე განწყობას: აი, რა გზას გადის იმისთვის, რომ უფალს თაყვანი სცეს! ხომ მაშინ ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ღვთისმსახურების აღსრულება მხოლოდ ერთ ადგილას — იერუსალიმში — იყო შესაძლებელი; ამიტომაც იქ აღავლენდნენ ლოცვებს და შორეულ მგზავრობასაც ხელს არ იშლიდნენ. სწორედ ამიტომ ეს ადამიანიც იქ მიემგზავრებოდა, სადაც ტაძარი იდგა და იუდეური ღვთისმსახურება სრულდებოდა, რათა უფალს თაყვანი ეცა. და, როცა თავისი სურვილი აღასრულა, „მოქცეულ იყო, — ამბობს წერილი, — და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა".
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:
...ა, ვითარმედ: „დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა“, არამედ მიიქცა და იქმნა იგი შვილ გეჰენიისა. ხოლო ჰინდოჲ იგი, საჭურისი დედუფლისა მის ჰინდოეთისაჲ, უცხოთესლი და ბარბაროზი, მოვიდა აღმოსავალით და დასავალით და ღირს იქმნა აბრაჰამის თანა, ისაკისა და იაკობისა.
ესე საქმე აწცა ჩუენ ზე ფრიად იქმნების, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“. ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა არცა ცოდვილნი სასოწარკუეთილ იყვნენ, ვითარმცა ვერ ეძლო მოქცევად, არცა რომელთა ეგონოს დგომაჲ, უდებ იქმნენ, ვითარმცა არღარა შეემთხუეოდა დაცემაჲ. ამას იოვანეცა წინაჲთვე ქადაგებდა, ვი-თარმედ: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“, არამედ მან, ვითარცა მონამან, ესრეთ განცხადებულად არა თქუა, ხოლო ქრისტემან, ვითარცა უფალმან და მეუფემან, განჩინებით ბრძანა, ვითარმედ: „მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა. ხოლო ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“....