მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:6

5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;
ფილიპელთა მიმართ თავი 3
6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შურით ვსდევნიდ ეკლესიათა, და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო (3,6).:

თარგმანი: იყვის ვინმე ფარისეველ, ხოლო არა მოშურნე შჯულთა წინამბრძოლ-ყოფად. და კუალად, ჰბრძავნ ვინმე და სდევნინ ეკლესიათა, არამედ — მთავრობის მოყუარებით და არა საღმრთოჲთა შურითა. ხოლო მოციქული ორსავე ამას დაგჳმტკიცებს თავისა თჳსისათჳს, რამეთუ რომლით უბრალო იყო ყოვლითავე სიმართლითა, რაოდენი ოდენ დაეტეოდა შჯულისა მიერსა განმართლებასა. ამისთჳს რადღა საძიებელ არს, ვითარმედ საღმრთოჲთა შურითა ჰყოფდა, რასა-იგი ჰყოფდა!

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ც ხარობს. რადგან სწორედ ასე შეუძლია ყველაზე მეტად აჩვენოს ღვთის მზრუნველობის დიდი სასწაული და ისიც, რომ ასეთი კაცთმოყვარეობის ღირსი გახდა.

და როგორ ხდება, რომ სხვაგან საკუთარ თავზე ამბობს: „სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო“ (), აქ კი ამბობს, ცოდვილი ვარო, თანაც ცოდვილთა შორის პირველი? იმიტომ, რომ იმ სიმართლესთან შედარებით, რომელიც ღმერთმა აღასრულა და რომელიც ჭეშმარიტად საძიებელია, რჯულში მყოფნიც ცოდვილები არიან; რადგან „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (). ამიტომაც უბრალოდ სიმართლე კი არ თქვა, არამედ: „შჯულისაჲთა“ (). რადგან როგორც ბევრი ვერცხლის მქონე კაცი თავისთავად მდიდარი ჩანს, მაგრამ სამეფო საგანძურებთან შედარებით მეტად ღარიბია, ღარიბთა შორის პირველიც კი, ასევეა აქაც: ანგელოზებთან შედარებით, ადამიანები ცოდვილები არიან, თუნდაც მართალნი იყვნენ. ხოლო თუ პავლე, რომელმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ცენ ჰურიათაგან და წარმართთა და აწცა მოიქცევიან და შემდგომად ამისა ყოფად არიან, ყოველთავე სავსებისაგან მისისა მოვიღეთ. ხოლო რაჲ მოვიღეთ? „მადლი მადლისა წილ“. რომლისა წილ რომელი? ძუელისა წილ ახალი, რამეთუ ვითარცა არს სიმართლე და სიმართლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სიმართლისა მისებრ შჯულისა იქმნის უბიწო“. და კუალად არს სარწმუნოებაჲ და სარწმუნოებაჲ, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნოებითი სარწმუნოებად“. და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ა...

სრულად ნახვა