1.გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.2.რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.3.სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.4.ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.5.მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.6.დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.7.განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.8.იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.9.დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.10.იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.11.მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.12.ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.13.გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.14.გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.15.იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.16.იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.17.და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.18.და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.19.იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.20.ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.21.ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,22.რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.23.ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.24.მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.25.და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.26.შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.27.დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.28.ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.29.შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.30.შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.31.რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
„ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი...
...მაგრამ არც მეორე შეძლებს ჩვენთვის ზიანის მოყენებას, თუ თავად არ ვისურვებთ. რადგან თუნდაც სხვები გვებრძოდნენ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელნი ვიყოთ; მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: „სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ“ (); და კვლავ: „მოძულეთა თანა მშჳდობისათა“ (), „და მე ვიყავ მამშჳდებელ“ (); და კვლავ: „რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად“ ().
ხოლო მესამე ომს უხიფათოდ ვერ გაექცევი.რადგან როცა სხეული ჩვენში სულის წინააღმდეგ ამბოხდება, მძიმე სურვილებს აღძრავს და სხეულებრივ სიამოვნებებს, რისხვასა და შურს იარაღად აქცევს, ამ ომის დამთავრებამდე შეუძლებელია აღთქმული სიკეთეების მიღწევა; და ვინც ამ შფოთს არ აცხრობს, აუცილებლად დაეცემა და ისეთ ჭრილობებს მიიღებს, რომლებიც გეენაში სიკვდილს შობენ.ამიტომ ყოველდღე დიდი საზრუნავი და გულმოდგინება გვჭირდება, რათა ეს ომი არც აღიძრას ჩვენში...
...ოფასა და ცილისწამებას იტანს და ცხოვრებას აუტანლად მიიჩნევს, რადგან არსაიდან ადამიანურ დახმარებას ვერ იღებს; მაგრამ ისიც იმავე ნეტარი წინასწარმეტყველისგან ისწავლის, რომ ასეთ გარემოებებში ადამიანურ დახმარებას არ მიმართოს, მისი სიტყვების მოსმენით: ისინი «სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ» ()
ხედავ, სად ეძებს დახმარებას? სხვები, ამბობს, ვერაგობას, ცილისწამებასა და მზაკვრობას აგებენ; ხოლო მე შეურყეველ კედელს მივმართავ, სანდო ღუზას, მშვიდ ნავსაყუდელს — ლოცვას, რომლის მეშვეობითაც ყოველი ჩემთვის ძნელი მსუბუქი და ადვილი ხდება. კიდევ სხვა უგულებელყოფასა და ზიზღს ითმენს მათგან, რომლებიც ადრე ემსახურებოდნენ, მეგობრებმა მიატოვეს, და ეს ძლიერ აწუხებს და აღელვებს მის სულს; მაგრამ ისიც, თუ ინებებს აქ მოსვლას, მოისმენს იმავე ნეტარი (დავითის) სიტყვებს: «მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან; და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს» (). ხედავ, დავითის მტრები თავიანთ მზაკვრობას სიკვდილამდე განავრცობდნენ და დაუსრულებე...
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" (ფსალ. 68:26) და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" (ფსალ. 108:8) (1,20).:
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" () და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" () (1,20).
თარგმანი: ვინაჲთგან სხჳსა ფსალმუნისაჲ არს "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ" და კუალად სხჳსაჲ — "განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ", ამისთჳს არა რიცხუსა ფსალმუნისასა, არამედ ყოველსა წიგნსა ფსალმუნთასა იჴუმევს მაუწყებელად სიტყჳსა, რამეთუ ოჴერ იქმნა დაბაჲ იუდაჲსი, საფლავ ბილწ და შეგინებულ ყოფითა, და უშენ მკჳდრთა ცხოველისგან. განმრავლებითა მკუდართა საფლავებისაჲთა, ხოლო განსაგებელი მოციქულებისა მისისაჲ მიიღო მატათია.