1.ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!2.იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.3.მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.4.მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.5.ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?6.დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,7.წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.8.რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.9.უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
წერილებში ამ ქებათა შესახებ ვრცელი სიტყვაა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ გარკვეული მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი...
...ესაია 40:22). და სათნოების შესახებაც ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (). და კვლავ: „რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად“ ().ამიტომაც არყევს მიწას და, როცა მთებს ეხება, მათ კვამლს ადენს, რითაც თავის მეუფებას აცხადებს.
მზესაც აბნელებს და დაბნელებას ახდენს, ამით კი კვლავ თავის შემოქმედებით ძალას აცხადებს.წერილებშიც ხედავ მზეს, რომელიც უკან ბრუნდება, და მთვარეს, რომელიც მზესთან ერთად კვლავ ჩერდება, და მრავალ სხვა სასწაულს.რადგან მაშინ, როცა ღმერთის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, ეს ნიშნები ხდებოდა; ახლა კი ასეთი სწავლების საჭიროება აღარ არის, რადგან თვით მოვლენები ღაღადებენ და მეუფეს აჩვენებენ.ხედავ ეგვიპტეში სიბნელესა და სტიქიათა შეცვლას?თუ ვინმე იტყვის, რომ დაბნელება ბუნებრივად მოხდა და არა ღვთის ბრძანებით,...